მაიკო ჩქარეული
Saturday, September 17, 2016
დღეს საუბარი გვქონდა კავშირებზე, განსაკუთრებით უკუკავშირზე. უკუკავშირის შესწავლა საშუალებას მომცემს, მივცე სასწავლო პროცესს ახალი განზომილება, გავაკეთო აქცენტი დადებითზე და არა ნაკლოვინებაზე. შემიძლია მოვახდინო დადებითი გავლენა მოსწვლის მუშაობაზე ისეთი ზომების დახმარებით, როგორიცაა კონსტრუქტიული კრიტიკა, საჭირო მხარდაჭერა და უკუკავშირი.
Sunday, September 11, 2016
განვიხილე შეფასების სხვადასხვა მეთოდები,რომელიც დამეხმარება სწორად წარვმართო მუშაობა პროექტის სხვადასხვა ფაზაზე.პროექტის დაწყებამდე შერჩეული მეთოდები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ჯგუფებში მოახდინონ მობილიზება, შეძლონ მუსაობის სწორი წარმართვა და მოახდინონ სწორი თვითშეფასება,როგორც ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად, ხოლო დასასრულს შეაფასონ დასრულებული სამუშაო.
Saturday, September 10, 2016
შევარჩიე თემა და დავისახე მიზნები, დასახული მიზნები დამეხმარება, მოსწავლეებმა მიაღწიონ სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგებს, განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარები. ვიმსჯელე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. კითხვები მომცემს საშუალებას სწორი ფოკუსირება მოვახდინო პროექტის მსვლელობაზე. არა მარტო დავადგინო წინარე ცოდნა, არამედ მოსწავლეებმა დაინახონ და გაიაზრონ საგანთაშორისი კავსირები
Saturday, September 3, 2016
სასწავლო პროცესის დროს პროექტი გვეხმარება პრობლემის გადაჭრაში, სადაც მოსწავლეები შესღუდულები არ არიან დროში,პროექტის განმავლობაში მათ უვითარდებათ პასუხისმგებლობის და დამოუკიდებლობის გრძობა.იზრდება მათი მოტივაცია,უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები,სწავლობენ კეთებით სწავლებას, რაც ვერ ხერხდება ყოველდღიურ გაკვეთილებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)